„ლუვენი“, რომლის ღირსებას ლევან შენგელია იცავს, ბელგიის თასის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალში „ლუვენი“ სტუმრად „ვესტერლოს“ შეხვდა და 3:2 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 74-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის მე-17 წუთზე ორივე გუნდს ფეხბურთელები გაუძევეს და თამაში კაცნაკლულებმა ჩაატარეს. სტუმრებმა ანგარიში 22-ე წუთზე გახსნა, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 55-ე წუთზე გაიტანეს. 67-ე წუთზე „ვესტერლო“ კიდევ ერთხელ დაწინაურდა, მაგრამ 89-ე წუთზე და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუტზე გატანილი გოლებით „ლუვენი“ შემდეგ ეტაპზე ითამაშეს. თასის 1/4-ფინალში გავიდა „გენტიც“, რომელმაც გასვლაზე „ლომელს“ 2:0 აჯობა, ხოლო საქართველოს ნაკრების გარემარბი განაცხადში ისევ არ იყო. ასე თუ გაგრძელდა გამორიცხული არაა ჩაკვეტაძემ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვოს.





