ცნობილი არგენტინელი საფეხბურთო სპეციალისტი ხოსე პეკერმანი 3-წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. 72 წლის მწვრთნელი კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს უხელმძღვანელებს. მან ნახსენები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. პეკერმანი 2004-2006 წლებში არგენტინის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2014-2018 წლებში კოლუმბიას, რომელიც მუნდიალზე ორჯერ გაიყვანა. ვენესუელას ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სამხრეთ ამერიკის 10-გუნდიან ზონაში ბოლო ადგილზეა.



