იტალიის სერია A-ს მე-14 ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ ბერგამოს „ატალანტა“ მიიღო და ქულების გარეშე დარჩა – 0:1.
სტუმრებიდან გამარჯვების გოლი კოლუმბიელმა დუვან საპატამ 28-ე წუთზე გაიტანა.
„ატალანტამ“ „იუვე“ იტალიის ჩემპიონატში სტუმრად 1989 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. მაშინ, თავი არგენტინელმა კლაუდიო კანიჯამ გამოიჩინა.
ჯან პიერო გასპერინის გაწვრთნილმა ბერგამოელებმა ტურინელებთან ბოლო 4 შეხვედრიდან არცერთი წააგეს – 2 გამარჯვება და 2 ფრე. ბოლოს. „იუვემ“ „ატალანტას“ 2019 წლის ნოემბერში მოუგო.
„იუვენტუსმა“ ბოლო 10 წლის მანძილზე პირველად ყველა ტურნირში ზედიზედ 2 თამაში ისე წააგო, რომ გოლი არ გაუტანია. „ატალანტასთან“ მარცხამდე მასიმო ალეგრის შეგირდებმა ჩემპიონთან ლიგაში სტუმრად „ჩელსისთან“ 4 უპასუხო ბურთი გაუშვეს.
2011 წლის თებერვალ-მარტში „ბიანკონერიმ“ ზედიზედ 3 თამაში ისე წააგო, რომ მეტოქის კარი არ აუღია.





