სტეფანო პიოლიმ „მილანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
56

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

იტალიური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, 56 წლის სპეციალისტმა  2023 წლამდე გაახანგრძლივა ხელშეკრულება, რომლის ამოწურვის შემდეგ მხარეები შეთანხმების შემთხვევაში თანამშრომლობას 2024 წლამდე გააგრძელებენ.

იტალიური მედიის ინფორმაციით, პიოლის ხელფასი წელიწადში სამი მილიონი ევრო იქნება.

იტალიელი მწვრთნელი „მილანს“ 2019 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობს და მან გასულ სეზონში გუნდს 10-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოაპოვებინა.

„მილანამდე“ პიოლი „სალერნიტანას“, „მოდენას“, „პარმას“, „გროსეტოს“, „პიაჩენცას“, „სასუოლოს“, „კიევოს“, „პალერმოს“, „ბოლონიას“, „ლაციოს“, „ინტერსა“ და „ფიორენტინას“ ავარჯიშებდა.