„ლივერპულმა“ 1939 წელს „ვულვზის“ დამყარებული რეკორდი გაიმეორა

0
71

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში „ლივერპულმა“ თავის მოედანზე „პორტუ“ 2:0 დაამარცხა.

მატჩის პირველ ნახევარში გოლი არ გასულა, ხოლო შესვენების შემდეგ 52-ე წუთზე ტიაგო ალკანტარამ ანგარიში გახსნა. 70-ე წუთზე, სტუმართა კარი მეორედ მოჰამედ სალაჰმა აიღო. ეგვიპტელმა მიმდინარე სეზონში მერსისაიდელთა მაისურით ჩატარებულ 17 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„ლივერპული“ ბოლო 82 წლის მანძილზე პირველი ინგლისური გუნდის გახდა, რომელმაც ზედიზედ 16 მატჩში ორ გოლზე ნაკლები არ გაუტანია. მანამდე, ეს „ვულვერჰემპტონმა“ მოახერხა – 1939 წელს.

ბოლოს იურგენ კლოპის გუნდმა ერთზე ნაკლები გოლი 28 აგვისტოს გაიტანა, როდესაც „ჩელსისთან“ 1:1 ითამაშა.