დავით ვოლკოვისთის, რომელსაც დებიუტი ბათუმში შვედეთთან (2:0) მოგებულ მატჩში ჰქონდა, საქართველოს ნაკრებში გამოძახება ძალიან დიდი სიხარული და პასუხისნგებლობაა.
მან ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან განაცხადა.
დავით ვოლკოვი: “ეროვნულ ნაკრებში გამოძახება დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს უდიდესი სიხარულია. აქედან გამომდინარე, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მატჩში მონაწილეობის შანსი მომეცა.
რაც შეეხება უზბეკეთის წინააღმდეგ გასამართ მომავალ შეხვედრას, ყველანი 100 პროცენტიანი კონცენტრაციით ვემზადებით. ვცდილობთ, რომ ამ მატჩსაც ისე მივუდგეთ როგორც ოფიციალურ თამაშს, რადგან ეროვნულ ნაკრებში ამხანაგური შეხვედრა არ არსებობს. ბოლომდე დავიხარჯებით და იმედია, რომ წელს დადებითი შედეგით დავასრულებთ”.




