მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში არგენტინის ეროვნულმა გუნდმა სტუმრად ურუგვაი 1:0 დაამარცხა.
ლიონელ სკალონის გაწვრთნილი გუნდიდან ერთადერთი გოლი ანხელ დი მარიამ გაიტანა, რომელმაც პაულო დაიბალას გადაცემა გამოიყენა.
ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო.
არგენტინელებს ზედიზედ 26 შეხვედრა არ წაუგიათ და ამჟამად, ეს მსოფლიოში ეროვნულ გუნდებს შორის ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.
„ალბისელესტეს“ რეკორდი 29 დაუმარცხებელ შეხევდრას შეადგენს – 1991-1993 წლებში.
არგენტინა 28 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზეა და ყატარში მუნდიალის დასკვნით ეტაპზე თამაში პრაქტიკულად გაინაღდა.
შესარჩევის მომდევნო ტურში სკალონის შეგირდები ბრაზილიას უმასპინძლებენ.




