ბრაზილია სამხრეთ ამერიკული ნაკრებებიდან პირველია, რომელმაც ყატარში გასამართი მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ტიტეს გაწვრთნილმა გუნდმა კოლუმბიას უმასპინძლა და ლუკას პაკეტას მიერ 72-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოიგო.
12 შეხვედრიდან მსოფლიო 5-გზის ჩემპიონმა 34 ქულა დააგროვა – 11 გამარჯვება და 1 ფრე.
მართალია, ჩასატარებელი კიდევ 6 მატჩია, მაგრამ ბრაზილიამ ყველა თამაში რომ წააგოს, რაც ნაკლებად წარმოსადგენია, მე-3 ადგილზე დაბლა მაინც არ დაეშვება.
სამხრეთ ამერიკის ზონიდან მსოფლიო პირველობაზე პირდაპირ 4 გუნდი ხვდება, ხოლო მეხუთე პლეი-ოფს თამაშობს აზიის წარმომადგენელთან.






