ესპანეთის ანტირეკორდის დასასრული და ლიდერობა ჯგუფში

0
30

ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის B  ჯგუფში გალიდერდა.

ლუის ენრიკეს შეგირდებმა სტუმრად საბერძნეთი 1:0 დაამარცხეს და გამომდინარე იქიდან, რომ შვედებმა საქართველოსთან წააგეს, 16 ქულით პირველ ადგილზე გადაინაცვეს.

ესპანელებიდან ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე პენალტიდან პაბლო სარაბიამ გაიტანა.

სხვათა შორის, მან „ფურია როხას“ მიერ გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანების სერია დაასრულა. მანამდე ესპანელებმა 5 პენალტი ვერ გაიტანეს – თავისი შანსი აბელ რუისმა, ხერარდ მორენომ, ალვარო მორატამ და ორჯერ სერხიო რამოსმა ვერ გამოიყენეს.

სხვათა შორის, ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ეს სერია ყველაზე ხანგრძლივი იყო.