„ანორთოსისმა“ მეორედ წააგო, ნინუას პირველი სასტარტო

0
28

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ სეზონის სტარტზე ჩატარებული სამი მატჩიდან მეორე წააგო.

მე-3 ტურში ფამაგუსტელები „არისს“ დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა პოლონელი ლეგიონერის მარიუშ სტეპინსკის ჰეთ-თრიქით გაიმარჯვეს. მან გოლები მე-12, მე-16 და მე-19 წუთებზე გაიტანა.

მასპინძლებმა პირველი გოლი 29-ე წუთზე მიითვალეს, ხოლო მეორე – 50-ეზე.

„ანორთოსისის“ სასტარტოში პირველად ითამაშა ნიკა ნინუამ, რომელიც პაოკიდანაა განათხოვრებული. ის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ მოედანზე 2 ტაიმი დაჰყო. თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

„ანორთოსისი“ 3 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.