მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულის“ ლეგენდის რეკორდი გააუმჯობესა

0
18

მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლეგენდის როჯერ ჰანტის რეკორდი მოხსნა.

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-6 ტურში მერსისაიდელები სტუმრად „ბრენტფორდს“ დაუზავდნენ – 3:3, ხოლო ეგვიპტელმა თავდამსხმელმა ერთი გოლი მიითვალა.

სალაჰმა „ლივერპულის“ მაისურით პრემიერ ლიგაში მე-100 გოლი 151 მატჩში გაიტანა.

ჰანტმა იმავე შედეგი ინგლისის ჩემპიონატში ჩატარებულ 152 თამაშში აჩვენა.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდი „ლივერპულში“ 1959-1970 წლებში გამოდიოდა და პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 404 შეხვედრაში 244 გოლი მიითვალა.

მასზე მეტი ბურთი შიდა ჩემპიონატში მერსისაიდელებიდან არავის გაუტანია. ის 1966 წელს ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.