გიორგი ჩაკვეტაძემ გამოჯანმრთელების შემდეგ. ბელგიის უმღლეს დივიზიონში მესამე თამაში ჩაატარა და ისევ შეცვლაზე ითამაშა.
მე-8 ტურში, „გენტი“, სადაც საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „კორტრაიკს“ შევხდა და 0:1 წააგო.
ჩაკვეტაძე თადარიგში იყო და მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა, როდესაც მისი გუნდი მარცხდებოდა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე პენალტიდან გაიტანეს.
18 წლის ნახევარმცველი ცოტნე ბენდიანიშვილი ამჯერად „კოტრაიკის“ განაცხადში ვერ მოხვდა.
“გენტმა” ამ სეზონში ცუდი სტარტი აიღო და 7 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.





