ხოჭოლავას გუნდმა დანიაში ლიდერობა დაკარგა

0
28

„კოპენჰაგენმა“, რომელსაც დავით ხოჭოლავა ზაფხულში შეუერთდა, ამ სეზონში დანიის სუპერლიგაში პირველად დამარცხდა.

მე-9 ტურში, კოპენჰაგენელებმა უშუალო კონკურენტ „მიდტიულანდს“ უმასპინძლეს და 0:1 წააგეს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 88-ე წუთზე შეცვალეს.

„კოპემჰაგენს“ 20 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა – 1 ქულით ჩამორჩება „მიდტიულანდს“, რომელმაც ამ გამარჯვების შემდეგ პირველ ადგილზე გადაინაცვლა.