„დინამომ“ ისევ ვერ მოიგო, „ტორპედოს“ ზედიზედ მეორე გამარჯვება

0
23

თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მიჯრით მეორე თამაში ვერ მოიგო.

კახა ცხადაძის შეგირდებმა გორის „დილას“ უმასპინძლეს და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

„დინამოს“ 45 ქულა აქვს და ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება. თბილისელთა მსგავსად უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა გორის „დილამ“ ზედიზედ მეორე შეხვედრაში ვერ გაიმარჯვა.

ქუთაისის „ტორპედომ“ 23-ე ტურში სტუმრად „დილას“ 2:1 დამარცხების შემდეგ, ამჯერად ანალოგიური ანგარიშით შინ „შუქურას“ მოუგო.

ქუთაისელებიდან მე-6 წუთზე ალჟირელმა მეჰდი ბუკასიმ გახსნა, რომელმაც ყაზახი ნახევარმცველის მაგომედ პარაგულგოვის პასი გამოიყენა.

75-ე წუთზე, სტუმრებიდან გოლი ბრაზილიელმა ჯეფერსონ ჯერალდომ გაიტანა.

86-ე წუთზე, ბელარუსი დმიტრი რეკიშის გადაცემის მერე, თორნიკე ახვლედიანმა მეტოქის კარი აიღო და ტორპედოელებს 3 ქულა ააღებინა.