ბრატისლავას „სლოვანი“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია გამოდიან, კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში შინ „კოპენჰაგენთან“ (1:3) დამარცხდა, რომელშიც დავით ხოჭოლავა ასპარეზობს.
ორივე გუნდში მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრებიდან სამივემ შეუცვლელად ითამაშა.
სტუმრებიდან მე-18 წუთზე ანგარიში ვინდმა გახსნა, რომელმაც კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა.
21-ე წუთზე, „სლოვანმა“ შეასრულა კუთხური და ჰენტიმ თავით საპასუხო ბურთი შეაგდო.
42-ე, წუთზე იენს სტაგემ „კოპენჰაგენი“ დააწინაურა, ხოლო 68-ე წუთზე ვინდმა პენალტიდან დუბლი მიითვალა და როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს გოლი შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.






