ბრატისლავას „სლოვანმა“, სადაც ჯაბა კანკავა და გურამ კაშია გამოდიან, სლოვაკეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო.
მე-6 ტურში „სლოვანი“ სახლში „ზლატე“ მორავცეს შეხვდა და 4:1 სძლია.
ვლადიმირ ვაისმა ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ქართველი დააყენა – ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი კაშია მოედანზე 46-ე წუთზე შევიდა, ხოლო კაპიტანი ჯაბა კანკავა თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო.
„სლოვანი“ 12-გუნდიან სატურნირო ცხრილს 15 ქულით ლიდერობს. ბრატისლაველებმა მიმდინარე კვირაში უეფას კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვეს.
სანაკრებო მატჩების გამოწვეული პაუზის შემდეგ, სლოვაკეთის ჩემპიონატი 10 სექტემბერს განახლდება.

“ჟილ ვისენტე” პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-4 ტურში გასვლაზე “სანტა კლარასთან” 0;1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია სტუმრების სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო. “ჟილ ვისენტე” 6 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.





