ლევან ელოშვილმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის მეორე რანგით მეორე ლიგაში პირველი გოლი გაიტანა.
„კაპფენბერგი“, სადაც ქართველი თავდამსხმელი თამაშობს მე-6 ტურში სტუმრად სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტ „დორნბირნს“ შეხვდა და 1:4 წააგო.
ელოშვილმა გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და 26-ე წუთზე, როდესაც სტუმრები 0:1 აგებდნენ, ანგარიში გაათანაბრა.
პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლებმა 3 გოლი გაიტანეს და საბოლოოდ 4:1 მოიგეს.
„კაპფენბერგს“ 3 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ელოშვილი თავის ამჟამინდელ გუნდში 2016-2017 წლების სეზონიდან თამაშობს.





