გიორგი წიტაიშვილი, რომელმაც უკრაინის პრემიერ ლიგის მე-5 ტური ტრავმის მიზეზით გამოტოვა, გამოჯანმრთელდა და ოდესის „ჩერნომორეცში“ ითამაშა.
მე-6 ტურში ოდესელებმა „ოლექსანდრია“ მიიღეს და მატჩი 2:2 დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 1:0 იგებდა.
მიმდინარე სეზონში წიტაიშვილმა უკრაინის პრემიერ ლიგაში მე-2 მატჩი ჩაატარა. ის კიევის „დინამომ“ „ჩერნომორეცში“ სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა.
„ოლექსანდრიასთან“ შეხვედრაში მასპინძლების განაცხადში ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე არ იყო.





