საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს კოსოვოსთან უმაყურებლოდ ჩაატარებს.
ეს დღეს გამართულ უწყებათაშორის საკორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა.
“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში 2 სექტემბერს ბათუმში საქართველოს და კოსოვოს ეროვნული ნაკრებების საფეხბურთო მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება, იგივე მოხდება ყველა სხვა დაშვებულ სპორტულ ღონისძიებაზე“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.





