„კოპენჰაგენმა“, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა იცავს, დანიის სუპერლიგაში ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო.
მე-6 ტურში კოპენჰაგენელბმა „სონდერისკეს“ უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ისევ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლებმა ანგარიში 49-ე წუთზე გახსნეს, ხოლო მეორე გოლი 72-ე წუთზე გაიტანეს.
„კოპენჰაგენი“ 14 ქულით 12-გუნდიან სუპერლიგაში მე-2 ადგილზეა.





