„ვოლფსბერგერმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, მიმდინარე სეზონში ავსტრიის ბუნდესლიგაში პირველი მატჩი მოიგო.
მე-5 ტურში „ვოლფსბერგერმა“ „ადმირას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ქართველი ცენტრალური მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
ის 2021-2022 წლების სეზონში ხუთივე შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა და ერთხელ შეცვალეს.
„ვოლფსბერგერი“ 5 ქულით 12-გუნდიან ბუნდესლიგაში მე-7 ადგილზეა.





