ტურინის „იუვენტუსმა“ ბრაზილიის „სანტოსიდან“ თავდამსხმელი კაიო ჟორჟე შეიძინა.
იტალიური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
„ამ შანსმა ძალიან გამახარა. მადლობა „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს“ – განაცხადა კაიო ჟორჟემ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ,
ახალგაზრდა ბრაზილიელმა გასულ სეზონში „სანტოსის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირში ჩატარებულ 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა სა 3 საგოლე პასი გააკეთა.





