უკრაინის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

0
26

უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალების შემსრუელებელის ვინაობა ცნობილია.

უკრაინის საფეხბურთო კავშირის გადაწყვეტილებით ანდრეი შევჩენკოს დროებით ალექსანდრე პეტრაკოვი შეცვალი.

„ალექსანდრე პეტრაკოვი, რომელიც 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის უკრაინის ეროვნულ ნაკრებს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით მოამზადებს“ – ნათქვამია უკრაინის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ განცხადებაში.

პეტრაკოვს საკლუბო დონეზე უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდი არასოდეს გაუწვრთნია, ხოლო რანგით მეორე ლიგაში სუმის „სპარტაკსა“ და „ვინიცას“ ავარჯიშებდა.

2010 წლიდან ის უკრაინის 16-წლამდელთა, 17-წლამდელთა, 18-წლამდელთა, 19-წლამდელთა და 20-წლამდელთა ნაკრებებს ავარჯიშებდა.

მისი ყველაზე დიდი მიღწევა 2019 წელს 20-წლამდელებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა. მაშინ, უკრაინელებმა ფინალში სამხრეთ კორეა 3:1 დაამარცხეს.

იმ შეხვედრაში ერთი გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა, რომელმაც წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო.