ბრატისლავას „სლოვანი“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა და ვიცეკაპიტანი გურამ კაშია გამოდიან, ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.
სლოვაკებმა ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად გიბრალტარის „ლინკოლნ რედ იმპსი“ 3;1 დაამარცხა, მაგრამ სახლში მხოლოდ ფრეს გამორჩა – 1:1.
მასპინძლებმა ანგარიში 38-ე წუთზე გახსნეს, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი 90-ე წუთზე გაიტანეს.
„სლოვანმა“ თამაში კაცნაკლულმა დაასრულა, რადგან ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო მცველი დე მარკო გაუძევეს.
საყრდენმა ნახევარმცველმა კანკავამ და მცველმა კაშიამ შეუცვლელად ითამაშეს.
„სლოვანი“ ევროპ ლიგის პლეი-ოფში საბერძნეთის „ოლიმპიაკოსს“ შეხვდება. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილები პირველ მატჩს სტუმრად 19 აგვისტოს ჩაატარებენ.





