აშრაფ ჰაკიმი პსჟ-ს ფეხბურთელი გახდა, რის შესახებ ფრანგული კლუბის ტვიტერი იუწყება.
მაროკოელმა განაპირა მცველმა კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
გასულ სეზონში ჰაკიმი „ინტერში“ გამოდიოდა – მილანელებმა მის სანაცვლოდ „რეალს“ 70 მილიონი ევრო გადაუხადეს.
22 წლის ჰაკიმიმ „ინტერში“ გამართულ 45 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ-ს ჰაკიმის შეძენა70 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო თავად ფეხბურთელი წელიწადში 8 მილიონ ევროს მიიღებს, პლუს 3 მილიონი ბონუსები.





