ლუის ენრიკე: „იტალიასთან მატჩში მთავარი ბურთის ფლობისთვის ბრძოლა იქნება“

0
46

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს აზრით, ევრო-2020-ის ნახევარფინალში 6 ივლისს ლონდონში „უემბლიზე“ გასამართ მატჩში მთავარი ბურთის ფლობისთვის ბრძოლა იქნება.

„თუ იფიქრებ, რომ ცალკეული მოთამაშეები გუნდზე უფრო მნიშვნელოვანი არიან, გუნდურ სპორტში დიდ წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩვენ უფრო კლუბს ვგავართ, ვიდრე ეროვნულ გუნდს. პრობლემას იმაში ვხედავ, რომ იტალია ასეთია – ნამდვილი გუნდია.

ვხედავ, მოთამაშეებს ძალიან უხარიათ, რომ ევროს ნახევარფინალამდე სამართლიანად მივიდნენ. ეს ძალიან რთული ამოცანაა. როდესაც ნაკრებში ვთამაშობდი ნახევარფინალში არასოდეს გავსულვარ – ერთადერთი გამონაკლისი 1992 წელს ჩატარებული ოლიმპიადაა.

ამიტომ, გაგებით ვეკიდები იმ ფაქტს, რომ მოთამაშეებს ასეთ სიტუაციაში ყოფნა სიამოვნებთ. დღეს დიდი დატვირთვის გარეშე ვივარჯიშეთ – ასეთი წვრთნა საჭიროა, რათა გაიგო თითოეული ფეხბურთელი თავს როგორ გრძნობს. ყველა საუცხოოდ გამოიყურება, რაც მიხარია.

იტალის ძალიან ჰგავს ესპანეთს. იტალიელებს უკვე აღარ უყვართ ადრინდელის მსგავსად დაცვიდან თამაში და იმის ყურება რა გამოვა. მეტოქეს საუცხოო მოთამაშეები ჰყავს, რომელთაც ბურთის ფლობა უყვართ.

მომავალ მატჩში მთავარი ბურთის ფლობისთვის ბრძოლა იქნება. არ ვფიქრობ, რომ ორივე გუნდი ერთდროულად დომინირებას მოახერხებს. აქედან გამომდინარე, საინტერესო სანახავი იქნება ამ ასპექტში ვინ უფრო მეტს მოახერხებს.

იტალია ნამდვილი გუნდია, რომელიც უტევს და თავს იცავს, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, ისევე როგოგორც ჩვენ. ამასთანავე იტალიელები მაღალ პრესინგს თამაშობენ, რაც ადრე რთული წარმოსადგენი იყო. შანსი ორივე გუნდს ექნება“ – იუწყება ლუის ენრიკეს ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

იტალია-ესპანეთის შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.