ფარცვანია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს

0
30

თემურ ფარცვანია, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, კარიერას ყაზახეთში გააგრელებს.

29 წლის წარმოშობით ქართველი მცველი ყაზახეთის პრემიერ ლიგის აუტსაიდერ „ჟეტისუში“ ჩაირიცხა და ახალ გუნდში 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ფარცვანიამ გასული სეზონის უკრაინის პირველი ლიგის „მიკოლაევში“ გაატარა, სადაც 25 მატჩში 1 საგოლე პასი შეასრულა.

ფარცვანიამ კარიერას კიევის „დინამო 2“-ში დაიწყო, ხოლო შემდეგ ზაპოროჟიეს „მეტალურგში“, „ვოლინში“, დონეცკის „ოლიმპიკში“ და ჩერნიგოვის „დესნაში“ გამოდიოდა.