რობერტო მანჩინის განცხადებით, იტალიის ნაკრები ევრო-2020-ის 1/4-ფინალში მიუნხენში “ალიანს არენაზე” ბელგიასთან გასამართ მატჩში თავის ფეხბურთს ითამაშებს, მაგრამ არც მეტოქის პატივისცემას დაივიწყებს.
იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ დღევანდელ თამაშამდე ისაუბრა:
„ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებთ, მაგრამ არც მეტოქის პატივისცემას დავივიწყებთ, რადგან ვიცით რამდენად კარგ მეტოქეს ვუპირისპირდებით.
ამჟამად, ბელგია ნამდვილად მსოფლიოს საუკეთესო გუნდების რიცხვშია, მაგრამ ეს ცოტა რამეს ცვლის, ვინაიდან ამ ტურნირზე ყველა მატჩი რთულია.
ჩვენ შეხვედრიდან შეხვედრამდე უნდა მოვემზადოთ იმის იმედით, რომ ყოველ მოდევნო ჯერზე თამაში მოგვიწევს. ვიცით, რომ ძლიერ გუნდს ვუპირისპირდებით, თუმცა ჩვენ ძლიერ მხარეებსაც ვითვალისწინებთ.
ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. თუ რამე გეგმის მიხედვით არ იქნება, მაშინ რაღაცის შეცვლა შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზი თამაში გველოდება და ის ვინც მეტოქეზე ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, გაიმარჯვებს. ეს მართლაც თანაბარი დაპირისპირება იქნება“.
ბელგია- იტალიის მატჩი დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.





