სერხიო რამოსის წასვლის შემდეგ, მადრიდის „რეალის“ ახალი კაპიტანი ბრაზილიელი მარსელო იქნება.
ამის შესახებ მადრიდელთა პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა.
„მომავალ სეზონში მარსელო ჩვენი კაპიტანი იქნება. რთული მოსაძებნია ისეთი განაპირა მცველი როგორც მარსელოა. ის და რობერტო კარლოსი ისტორაში საუკეთესოები იყვნენ“ – თქვა პერესმა.
33 წლის მარსელო „რეალში“ 2007 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 528 შეხვედრაში 38 გოლი გაიტანა.
მას კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მარსელომ „რეალთან“ ერთად ესპანეთის ლა ლიგა 5-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ, ესპანეთის სუპერთასი 4-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 4-ჯერ, უეფას სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 4-ჯერ მოიგო.




