„გაგრამ“ ორი ფეხბურთელი დაიმატა

0
10

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედმა მფლობელმა „გაგრამ“ ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ლიდერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდს იჯარით ნახევარმცველები – გაგა გაზდელიანი და გიორგი გვიშიანი დაემატნენ.

ორივე ფეხბურთელი „გაგრაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

გაზდელიანმა მიმდინარე სეზონი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე წყალტუბოს „სამგურალში“ დაიწყო, სადაც 4 მატჩი ჩაატარა,.

გვიშიანს რაც შეეხება, ის თბილისის „დინამო 2“-ში გამოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ “გაგრა” ივლისიდან კონფერენს ლიგაში ითამაშებს, სადაც მონტენეგროს “სუტიესკას” დაუპირისპირდება.

გაგა კირკიტაძის შეგირდები 8 ივლისს მატჩს თბილისში ჩაატარებენ, ხოლო 15 ივლისს – სტუმრად.