გიორგი ბერიძემ უნგრეთის უმაღლეს დივიზიონში კიდევ ერთი გოლი გაიტანა.
33-ე ტურში, „უიპეშტი“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გამოდის, სახლში „ზალაეგერშეგის“ შეხვდა და 5:4 დაამარცხა.
ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა – მე-9 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 90-ეზე, როდესაც ანგარიში 4:4 იყო, გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 25 მატჩში მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო, ხოლო თასზე 6 გოლი მიითვალა.
„უიპეშტი“ 42 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ ბერიძემ წელს „უიპეშტთან“ ერთად უნგრეთის თასი მოიგო.





