„თელავმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში წაგებათა სერია შეწყვიტა, ხოლო თბილისის „ლოკომოტივმა“ზედიზედ მესამე თამაში ვერ მოიგო.
მე-11 ტურში „ლოკომოტივი“ სტუმრად „თელავს“ დაუპირისპირდა, რომლის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დებიუტი ბესიკ აბულაძეს ჰქონდა.
შეხვედრის მე-6 წუთზე ანგარიში „ლოკომოტივის“ გარემარბმა თორნიკე კირკიტაძემ ბურთი მოედანის ცენტრიდან „წამოიღო“, ორ მოწინააღმდეგეს გასცდა და მასპინძელტა საჯარიმოში შესულმა პასი ნიდერლანდელ ლეგიონერ ულად-ომარ იმრანს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 0:1.
მე-15 წუთზე მიხეილ ბაშალეიშვილმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან უძლიერესად დაარტყა და ბურთი ჯერ ხარიხას შეეხო, ხოლო შემდეგ კარი ხაზი გადაკვეთა – 1:1.
32-ე წუთზე, გიორგი ჯანელიძე მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და თელაველთა კაპიტანმა ილია ბერიაშვილმა მაღალ ნახტომში თავით ზუსტად დაარტყა – 2:1.
72-ე წუთზე, იმრანმა მარჯვნიდან კუთხურის შესრულების დროს, ბურთი საჯარიმოში მაღალი ტრაექტორიით ჩაჰკიდა და ნიკა სანდოხაძემ თავურით გაათანაბრა – 2:2.
„თელავმა“ 4-მატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტა და 7 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
„ლოკომოტივმა“ მიჯრით 2 წაგების ფრე ითამაშა და 15 ქულით მეხუთეა.





