ერთა ლიგის 1/4-ფინალში გუნდები დაწყვილდნენ

0
0

ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების A ლიგაში 1/4-ფინალის წყვილები დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა.
ესპანეთი – საფრანგეთი
ნიდერლანდები – პორტუგალია
ნორვეგია – ინგლისი
ბელგია – გერმანია
1/2-ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან
ნიდერლანდები – პორტუგალია/ ბელგია-გერმანია
ესპანეთი – საფრანგეთი / ნორვეგია -ინგლისი
1/4-ფინალი მომავალი წლის 25-30 მარტს გაიმართება და ორი მატჩისგან შედგება – შინ და გარეთ, ხოლო ფინალური ეტაპი, რომელშიც 4 გუნდი ითამაშებს 9-13 ივნისს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის გამარჯვებული A ლიგის გუნდებს შორის ვლინდება. ცნობისთვის, ტურნირის მოქმედი გამარჯვებული პორტუგალიაა, რომელმაც ერთა ლიგაში ორჯერ გაიმარჯვა.
ლაშა თაბაგარი