პსჟ კვარაცხელიასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს

0
0

პსჟ კონტრაქტის გახანგრძლივებას ერთბაშად ოთხ ფეხბურთელთან გეგმავს, რის შესახებ Canal+ იუწყება.
პარიზული კლუბის ხელმძღვანელები აპირებენ, რომ ახალი ხელშეკრულევა მეკარე მატვეი საფონოვთან, გარემარბებთან ხვიჩა კვარაცხელიასთან და დეზირე დუესთან, ასევე თავდამსხმელთან უსმან დემბელესთან გააფორმონ.
საფონოვს, დუეს და კვარაცხელიას პსჟ-თან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებთ, ხოლო დემბელეს  – 2028 წლამდე.
პსჟ-მ კვარაცხელია 2025 წლის იანვარში „ნაპოლიდან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 91 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი გააკეთა. ხვიჩამ პარიზელებთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ, საფრანგეთის თასი ერთხელ, საფრანგეთის სუპერთასი ერთხელ, უეფას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, უეფას ევროპის სუპერთასი ორჯერ, ხოლო საკონტინენტთაშორისო თასი ერთხელ მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ „ჩელსისთან“ დამარცხდა.
ის გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა. ის ამ მაჩვენებლით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. ხვიჩა „ნაპოლის“ მაისურით 2022-2023 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.
ფრანგულმა ჟურნალმა GQ-მ კვარაცხელია „წლის ადამიანად“ დაასახელა და კუთვნილი პრიზი 18 ნოემბერს პარიზში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე გადასცა.
ლაშა თაბაგარი

ლაშა თაბაგარი