კვერნაძე: „კვარას“ არყოფნა ერთ-ერთი მიზეზია ბოლომდე დავიხარჯოთ“

0
8

საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბ გიორგი კვერნაძეს მიაჩნია, რომ კაპიტნის ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა ერთა ლიგის დასკვნით ორ მატჩში მოედანზე გასასვლელად და ბოლომდე დასახარჯად ერთ-ერთი მიზეზია. მან ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში დღეს უნგრეთთან ჩასატარებელ თამაშამდე განაცხადა.
გიორგი კვერნაძე: „კვარას“ არყოფნა როგორც კაპიტნისა და ფეხბურთელის ძალიან დიდი დანაკლისია. მას ძალიან უნდა ჩვენს გვერდით ყოფნა, რაც სამწუხაროდ ვერ შეძლო. ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, რომ მოედანზე გავიდეთ და ბოლოდე დავიხარჯოთ.
მოახლოებულ მატჩებს რაც შეეხება, უნგრეთთან ბოლო საშინაო თამაშია, რომლისთვის კარგად ვართ განწყობილი და მომზადებული. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასურველი შედეგით ჩვენს გულშემატკივრებს გავახარებთ“.
საქართველოს ნაკრები უნგრეთს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდება და თამაში 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას შეხვდება. ჯგუფში პირველ ადგილზე ჩრ.ირლანდიაა 8 ქულით, მეორე პოზიციაზე უნგრეთია 7 ქულით, უკრაინა მესამეა 4 ქულით, ხოლო საქართველო 2 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი