კეინი ინგლისის ნაკრების რეკორდსმენია

0
0

ჰარი კეინი ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. 12 ნოემბერს 33 წლის თავდამსხმელმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების A ლიგის მე-3 ჯგუფის მე-5 ტურში შინ ხორვატიასთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში, ინგლისელთა მაისური 126-ედ მოირგო.
მან ლეგენდარული მეკარის პიტერ შილტონის (125) მიღწევა გააუმჯობესა. ხუთეულში ასევე უეინ რუნი (120), დევიდ ბექჰემი (115) და სტივენ ჯერარდი (114) შედიან.
თამაშის დაწყებამდე ინგლისის ნაკრების კაპიტანს სამახსოვრო მაისური გადასცეს 126 ნომრით, ხოლო გულშემატკივრებმა მის პატივსაცემად ბანერი გამოფინეს. განვლილი მატჩის 64-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, კეინმა პენალტი გაიტანა და ნაკრების შემადგენლობაში 92-ე გოლი მიითვალა. ის ამ მაჩვენებლითაც ეროვნულ გუნდში რეკორდსმენია.
შეგახსენებთ, რომ კეინმა ოქტომბერში „ფრანს ფუტბოლის“ მიერ დაწესებული მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთი“ მოიგო.
ლაშა თაბაგარი