საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავების პროცესის ფარგლებში, თბილისში დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ვორქშოფში მონაწილეობდნენ სფფ-ის მენეჯმენტისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები, უეფას სტრატეგიული დაგეგმვის ექსპერტები დენ ფლეტჩერი და ჯეკ გილ-ბრაუნი, ასევე კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ვორქშოფის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ძირითად პრიორიტეტებსა და მიზნებზე, ასევე მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული ამოცანების შესრულების მექანიზმებს, შედეგების შეფასებას, ორგანიზაციულ პასუხისმგებლობებსა და რესურსებს.
სამუშაო შეხვედრების შედეგად მიღებული უკუკავშირი და რეკომენდაციები სტრატეგიული განვითარების გეგმის საბოლოო ვერსიაში აისახება. ახალი სტრატეგიული განვითარების გეგმა 2027-2031 წლებს მოიცავს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წინა სტრატეგიული განვითარების გეგმა უეფასთან თანამშრომლობით 2022 წელს წარადგინა.
gff.ge





