„რეალ სოლტ ლეიკმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, MLS-ის მორიგ ტურში შინ „ლოს ანჯელეს გელექსი“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. ლობჟანიძემ ორ ეპიზოდში თანაგუნდელების მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, რითაც მათ ვერ ისარგებლეს.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგო – მე-10 წუთზე ანგარიში სოლანსმა გახსნა, ხოლო სამ წუთში თავი ბუუზმა გამოიჩინა. მე-40 წუთზე „რეალ სოლტ ლეიკის“ მცველმა ავტოგოლი მიითვალა.
„რეალ სოლტ ლეიკმა“ 45 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში მოსახვედრად 1/16-ფინალში ითამაშებს. საქმე ისაა, რომ თითოეულ კონფერენციაში 15 გუნდს შორის მე-7 ადგილზე გასულები 1/8-ფინალში პირდაპირ ხვდებიან, ხოლო მე-8 და მე-9 ადგილოსნები დამატებით მატჩებს ატარებენ, რათა 1/8-ფინალში გავიდნენ.
ლაშა თაბაგარი





