ნიდერლანდებისა და ბელგიის გაერთიანებული საკალათბურთო ჩემპიონატის (BNXT ლიგა) მორიგ შეხვედრაში ალექსანდრე მერკვილაძის „დონარ გრონინგენი“ სტუმრად „ლეიდენს“ შეხვდა და მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით, 96:83 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე საოცარი მატჩი ჩაატარა და მთელი შეხვედრის ყველაზე შედეგიანი და გამორჩეული მოთამაშე გახდა.
მერკვილაძემ სათამაშო დრო მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენა — მან მოედანზე 33 წუთი და 17 წამი გაატარა, რა პერიოდშიც საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 27 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შესძინა. ქართველმა ფორვარდმა შეტევაში მაღალი აქტივობა გამოავლინა და სროლებში კარგი მაჩვენებელი დააფიქსირა: მან 8-დან 5 ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი და 9-დან 5 საჯარიმო ტყორცნა ზუსტად შეასრულა.
„დონარ გრონინგენის“ შემადგენლობაში ჩვენი ლეგიონერის შემდეგ შეტევაში ყველაზე პროდუქტიული კევონ გოდვინი გახლდათ, რომლის ანგარიშზეც 20 ქულა დაგროვდა.ამ წარმატების წყალობით, გრონინგენულმა კლუბმა მიმდინარე სეზონში რიგით მესამე გამარჯვება იზეიმა. BNXT ლიგაში ჩატარებული ხუთი ტურის შემდეგ, გუნდის აქტივში 3 მოგება და 2 მარცხი ფიქსირდება.





