კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ჩემპიონობის მაძიებელი „რუსთავი“ გია ცეცაძის ხელმძღვანელობით სტუმრად ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლ „გაგრას“ დაუპირისპირდა და ქულა ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში გადაარჩინა.
მატჩის მე-10 წუთზე რუსთაველები მცველმა ვაჟა ფაცაციამ დააწინაურა, რომელმაც ბრაზილიელი ჯექსონ კენიოს პასი გამოიყენა. 36-ე წუთზე ბრაზილიელი კლაუდინეის გადაცემით საპასუხო ბურთი უკრაინელმა ვიქტორ ბლიზნიჩენკომ გაიტანა.
71-ე წუთზე „გაგრა“ წინ ალექსანდრე ფეიქრიშვილმა გაიყვანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე განელი სოლომონ კესის პასი მისმა თანამემამულე პრინს ოსეიმ ისარგებლა.
„რუსთავი“ 53 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მეოთხეა, ხოლო „გაგრა“ 41 ქულით მერვეა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში გაგრელებმა თასის ნახევარფინალში „რუსთავი“ დაამარცხეს და ფინალში გავიდნენ.
ლაშა თაბაგარი





