„უდინეზემ“ მარცხიანი სერია შეწყვიტა – ჩაკვეტაძის ორივე გუნდში საუკეთესო იყო

0
3

გიორგი ჩაკვეტაძემ „უდინეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მესამე თამაში ჩაატარა. მე-9 ტურში უდინელები სტუმრად „პარმას“ შეხვდნენ და მიჯრით 6 მატჩის წაგების შემდეგ ქულა აიღეს – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი 83-ე წუთზე შეცვალეს. ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო – ხშირად იწყებდა თავისი გუნდის შეტევას და ორ-სამ ეპიზოდში ისეთი პასიც გააკეთა, რომლის შემდეგ სტუმარ ფეხბურთელებს ანგარიშის გახსნა შეეძლოთ. ჩაკვეტაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრეტენდენტიც იყო სხვა სამ ფეხბურთელთან ერთად.
„პარმას“ გოლის გატანის რეალური შანსი 69-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც მასპინძელთა მოთამაშემ კარში დაარტყა და „უდინეზეს“ მცველს ბურთი ხელში მოხვდა, ხოლო მსაჯმა პენალტი დანიშნა. თუმცა, ბერნაბეს დარტყმული ბურთი სტუმართა მეკარემ მოიგერია. „უდინეზე“ 5 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი