„შახტარმა“ თასიდან „დინამო“ გააგდო – აზაროვი დაბრუნდა

0
3

ირაკლი აზაროვი გამოჯანმრთელდა და დონეცკის „შახტარში“ ითამაშა. უკრაინის თასის 1/8-ფინალში დონეცკელებმა სახლში კიევის „დინამოს“ 3:0 აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის 30-ე წუთზე კიეველები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, რადგან მიხავკო უხეშობისთვის გააძევეს. 43-ე წუთზე „შახტარიდან“ ანგარიში მენდოსამ გახსნა, ხოლო 74-ე წუთზე „დინამოს“ კარი იზაკე სილვამ აიღო. 87-ე წუთზე საბოლოო წერტილი ალისონმა დასვა.
ლაშა თაბაგარი