პირველი ბუნდესლიგის მე-7 ტურში, „კიოლნმა“, რომლის დაცვის ცენტრში ლუკა ლოჩოშვილი მყარად დამკვიდრდა, შინ გელზენკირხენის „შალკესთან“ ქულები გაიყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა შეუცვლელად ითამაშა და 81-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ის ბუნდესლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და პირველად გააფრთხილეს. რამდენიმე სტატისტიკურმა პორტალმა „კიოლნის“ შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ 28 წლის ქართველს დაუწერა. „კიოლნი“ 8 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





