საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე დიდი ხნის განმავლობაში ვერ გავა. პარიზული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და უახლოეს პერიოდში ოპერაციას გაიკეთებს. ასეთი ტრავმის დროს სარეაბილიტაციო პერიოდი 7-დან 9 თვემდე გრძელდება.
კვარაცხელიამ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში შინ „ბარსელონასთან“ 4:2 მოგებული მატჩის 59-ე წუთზე ესპარტთან ორთაბრძოლის დროს მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. მან მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 7 მატჩში 1 გოლი გაიტან და 1 საგოლე პასი გააკეთა. 25 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაში 2-ჯერ ითამაშა. ხვიჩამ უეფას ევროპის სუპერთასზე ბირმინგემის „ასტონ ვილასთან“ მოგებულ შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





