ჰანსი ფლიკი: „განვლილი მატჩისთვის საუკეთესოდ არ მოვემზადეთ“

0
3

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურში სტუმრად პსჟ-სთან 2:4 წაგების მერე განაცხადა, რომ განვლილ დაპირისპირებას არასათანადოდ მომზადებული შეხვდნენ.
„ფანტასტიკური მატჩი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, პსჟ-მ აჩვენა, რომ ჩვენზე ძლიერი იყო. წავაგეთ, მაგრამ ამ თამაშში ბევრი რამ ვისწავლეთ. მეტოქის მოთამაშეები დაცვიდან თავდასხმაში ძალიან სწრაფად გადადიან. ჩვენ მათ შეჩერებას ვცდილობდით და ამ ამოცანას თავი კარგად გავართვით, მაგრამ ბოლო 15 წუთში დავიღალეთ. ეს გამართლება არაა.
განვლილი მატჩისთვის საუკეთესოდ ვერ მოვემზადეთ, მაგრამ ახლა ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ. მომავალში უკეთესად უნდა ვიმოქმედოთ, თუმცა, დღესაც ბევრი რამ კარგად გავაკეთეთ.
ესპარტმა ფანტასტიკურად ითამაშა. მან გოლი გაიტანა და დაუჯერებელია თუ რა დონეზე თამაშობს“ – განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.
განვლილ შეხვედრაში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელიც 59-ე წუთზე მუხლის ტრავმის გამო შეცვალეს.
ლაშა თაბაგარი