გოგლიჩიძის პირველი სასტარტო და დამაჯერებელი თამაში

0
1

საბა გოგლიჩიძე „მონცაში“ გადასვლის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში პირვლად მოხვდა. იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში „მონცამ“ შინ „კალიარი“ 4:0 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და საიმედოც იყო.
შეხვედრის 39-ე წუთზე ანგარიში კოუადიომ გახსნა, ხოლო 47-ე წუთზე ვარელამ მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. 66-ე წუთზე „მონცადან“ თავი რობინსონმა გამოიჩინა. 79-ე წუთზე ვარელამ დუბლი შეასრულა და სარდინიელთა განადგურებას წერტილი დაუსვა. „მონცას“ 7 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ მე-6 ტურში სტუმრად რომის „ლაციოსთან“ 1:3 წაგებულ შეხვედრაში, გოგლიჩიძემ შეცვლაზე ითამაშა და თავით გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი