ზივზივაძემ ტრავმის გამო ვერ ითამაშა

0
1

„ჰაიდენჰაიმი“, რომელშიც ბუდუ ზივზივაძე გამოდის, გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის მე-8 რაუნდში გასვლაზე „ვოლფსბურგთან“ 1:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეხვედრა ტრავმის მიზეზით გამოტოვა.
მატჩის პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ, მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს. 32 წლის ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში მე-2 ბუნდესლიგაში 6-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. „ჰაიდენჰაიმი“, რომელიც გასულ სეზონში პირველი ბუნდესლიგიდან გავარდა, 14 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი