ბათუმელები თბილისიდან სამი ქულით მიდიან

0
1

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 29-ე ტურში გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით „გაგრას“ ესტუმრა და სამი ქულა აიღო.
მატჩის მე-5 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა ლევან შენგელიამ ჩააწოდა და უკრაინელმა მეკარე ოლექსანდრ ვორობეიმ ხელით ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც პაულო ვიტორს მიუვიდა და ბრაზილიელმა შორეულ კუთხეში გაიტანა – 1:0.
41-ე წუთზე ალბანელმა უერდი მარას გაგრელთა ნახევარზე ჩაჭრა პასი და ბურთი ბრაზილიელმა მაურიდესთან გაითამაშა, რის შემდეგ საჯარიმოში შესულმა სახიფათოდ დაარტყა და ვორობეიმ გოლი არ გაუშვა. თუმცა, დარტყმის მომენტში მარას ზურგში ხელი მცველმა ზურაბ ჭავჭანიძემ უბიძგა და მთავარმა მსაჯმა ირაკლი შენგელიამ პენალტი დანიშნა. მაურიდესმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 2:0.
67-ე წუთზე დავით მუჯირმა პენალტიდან ერთი ბურთი გაქვითა. 83-ე წუთზე უერდი მარამ კუთხური ჩააწოდა და ნიკა კალანდარიშვილმა თავით საბოლოო წერტილი დასვა. ბათუმელებს 53 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ 29 ქულით მერვეა.
ლაშა თაბაგარი