ეგოიანის „ექსელსიორის“ წარუმატებელი სერია გაგრძელდა

0
2

„ექსელსიორი“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ირაკლი ეგოიანია, ნიდერლანდების ერედივიზიონში ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამში დამარცხდა, ხოლო საერთო ჯამში ზედიზედ ხუთი თამაშია არ მოუგია.
მე-8 ტურში სახლში „გრონინგენთან“ 1:5 განადგურების მერე, ამჯერად „ექსელსიორმა“ სტუმრად „ჰერენვენთან“ 4 უპასუხო ბურთი გაუშვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად მორიგი თამაში ჩაატარა. ის მიმდინარე სეზონში „ექსელსიორის“ მიერ ჩატარებული 11 შეხვედრიდან სასტარტოში 9-ჯერ მოხვდა. ეგოიანმა 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. ირაკლი იმ სამ ფეხბურთელს შორისაა, რომელმაც საწყის 8 ტურში 100 კილომეტრზე მეტი გაირბინა. მან 100,1 კილომეტრი დისტანცია დაფარა. ეგოიანზე მეტი „დენ ჰააგის“ ფინელმა ნახევარმცველმა იუჰო კილომ (102,1 კმ) და „ზვოლეს“ დანიელმა შეუახაზელმა ტობიას ზომერმა (101,3 კმ) ირბინეს. „ექსელსიორი“ 11 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი