თბილისის „დინამოს“ 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდი, რომელსაც ვასილ გეგუჩაძე წვრთნის, უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა.
თბილისელებმა პირველი შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ მასპინძლის რანგში მინსკის „დინამოსთან“ 3:4 წააგეს. გამომდინარე იქიდან, რომ ბელარუსის ნაკრებები და კლუბები შინ ვერ თამაშობენ, მეორე შეხვედრაც „დინამო არენაზე“ შედგა. მასპინძლები მინსკელები იყვნენ.
მატჩის მე-12 წუთზე თორნიკე კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ, თბილისელები ნიკა ადუაშვილმა დააწინაურა, ხოლო 33-ე წუთზე სანდრო მიქაუტაძის შედეგიანი გადაცემა გიორგი ლომიძემ გამოიყენა. 46-ე წუთზე მიქაუტაძის პასი რატი ალექსიძემ გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
62-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ლუსტკოვიჩმა გამოიყენა. ათ წუთში იმავე ლუსტკოვიჩმა დუბლი შეასრულა. 90-ე წუთზე მცველმა პენკრატმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
ძირითადი დროში თბილისელებმა 3:2 გაიმარჯვეს და პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც გეგუჩაძის შეგირდებმა მეტოქეს 3:1 აჯობეს.
თბილისის „დინამო“ მომდევნო ეტაპზე დანიის „კოპენჰაგენს“ შეხვდება – პირველი თამაში თბილისში 28 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო საპასუხო 4 ნოემბერს დანიაშია.
ლაშა თაბაგარი





